მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და საამიროების განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

6491c97e6b23a
BM.GE
20.06.23 20:00
497
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აჰმედ ალნუაიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, მხარეებმა, სტუდენტთა გაცვლითი და სხვადასხვა აკადემიური პროგრამის განხორციელების გზით, ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შესაბამისი ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი მოეწერება აღნიშნულ მემორანდუმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები