ილია დარჩიაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს გუშინ, თბილისში შეხვდა. დღეს კი, მირზოიანთან აუდიენცია შალვა პაპუაშვილმაც გამართა.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობაა. იანვარ-მაისის ბრუნვის მიხედვით სომხეთი მერვე ადგილზეა. ექსპორტის მიხედვით მეხუთეზე, ხოლო იმპორტში ათეულს მიღმაა.
5 თვის მონაცემები ასე გამოიყურება, ექსპორტი 37.5%-ით შემცირდა და 225 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი 61.9%-ით შემცირდა და 74 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად კი, ბრუნვის შემცირების მაჩვენებელი 299 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 46.1% შემცირებაა.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის იანვარ-მაისში:
- მსუბუქი ავტომობილები - $42.3 მლნ;
- ეთილის სპირტი - $14.3 მლნ;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $8.2 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $5.8 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $4.5 მლნ.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-მაისში:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $12.4 მლნ;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $7.9 მლნ;
- ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $7.7 მლნ;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $7.5 მლნ;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $7.1 მლნ.
ბრუნვის მიხედვით, საქართველოსა და სომხეთის მაქსიმუმი 2022 წელი იყო. როცა ვაჭრობამ 1.1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ინვესტიციები
სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა დიდი არ არის. 2022 წელს სომხური ინვესტიციების მოცულობამ სულ რაღაც 13 მლნ დოლარი იყო. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით კი, 17.8 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
სომხეთი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით მესამეა. 2023 წელს, საქართველოს საზღვარი 2024 საათზე მეტი დროით 962 540-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წლიურ ჭრილში 29.6%-იანი ზრდაა.