მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 19 ათასი რუსი ინდმეწარმე და 1 213 კომპანია დარეგისტრირდა - რას აკეთებენ ისინი?

647db12a5d5ce
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.23 16:00
1778
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში 2022 წელს 62 ათასი რუსეთის მოქალაქე ემიგრირდა და მათმა ნაწილმა ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა დაიწყო. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის კომპანიები დაარეგისტრირეს მათ საქართველოში.

ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით 1,213 შპს დარეგისტრირდა, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ. ამ კომპანიების ნაწილი როგორც ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობს, ასევე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ეწევა.

გაცილებით უფრო მეტმა 18,822-მა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. საქართველოში მცირე მეწარმის სტატუსის მფლობელებს შეუძლიათ წლის განმავლობაში მიღებულ 100,000 ლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი გადასახადი გადაიხადონ. ამ სტატუსს ქვეყანაში ფლობენ როგორც ბიზნეს აქტივობით დაკავებული პირები, ასევე დასაქმებულებიც, რომლებიც კონკრეტული კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებული. მაგალითად, პროგრამისტი დასაქმებულის ნაცვლად რეგისტრირდება ინდ. მეწარმედ და მას დამსაქმებელი სერვისის მიწოდების კონტრაქტს უფორმებს. ამ დროს პირი 20%-ის საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ბრუნვის 1%-იან გადასახადს იხდის. შესაბამისად, ინდ მეწარმის სტატუსი საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ნაწილისთვის რელოკაციის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია.

ბელარუსის წილობრივი მონაწილეობით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაფუძნდა 262 კომპანია, ხოლო ბელარუსი ინდ. მეწარმეების რაოდენობა 6,088-ს შეადგენს.

უკრაინის მოქალაქეებმა ამავე პერიოდში ქვეყანაში 374 კომპანია დააფუძნეს, ხოლო ინდ. მეწარმეების რაოდენობა 1,495 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები