მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში 1.9 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული - ავტოპარკის განაწილება საწვავის ტიპების მიხედვით

რუსთავის ავტობაზრობა

2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულმა ავტომობილებმა 1.9 მილიონს მიაღწია. მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვეში, ავტოპარკს 125.4 ათასი ავტომობილი დაემატა.

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ავტომობილების 64% ბენზინს, ხოლო 23% დიზელს მოიხმარს. ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები მთლიანი ავტოპარკის 12%-ია, თუმცა მათი ძირითადი საწვავი ბენზინია.

ელექტრომობილები ავტოპარკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია, 2024 წლის მეორე ჩავარდნის მიუხედავად, მზარდია. თუ 2019 წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში 39%-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56%-მდეა გაზრდილი. მეორე მხრივ, შემცირებულია როგორც ჰიბრიდული, ასევე, დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები