მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში 20 723 უკრაინელი იმყოფება“ - უკრაინის ელჩის დროებითი წარმომადგენელი

625003530c195
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 13:55
2277
საქართველოში უკრაინის ელჩის დროებითი წარმომადგენლის განცხადებით, 3 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში 20 723 უკრაინის მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა, რომელსაც ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა პლატფორმებზე ახორციელებს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს, რადგან ჩვენი ლტოლვილების მოთხოვნებსა და საჭიროებებს უზრუნველყოფს. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი იმყოფება. ბოლო დღეებში საქართველოში შემოსული მოქალაქეები ძირითადად მარიუპოლიდან არიან.

უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. გუშინ შევხვდი თბილისის მერ კახა კალაძემ. საელჩოს დიპლომატები დღეს ქუთაისში გაემგზავრნენ და შემდეგ ბათუმში წავლენ, რათა ნახონ, რომ უკრაინის მოქალაქეების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებულია.

გვესმის, რომ ომი 1 კვირაში არ დასრულდება და ჩვენ პერსპექტივებზე უნდა ვიფიქროთ - ეს არის სწავლის ორგანიზება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების შესვლა და სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა და დასძინა, რომ საქართველოდან უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად 940 ტონა ტვირთი გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები