მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2022 წელს როუმინგზე ყველაზე მეტი თანხა რუსებმა დახარჯეს

64786e334c00b
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 14:38
538
როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს 28 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 7 მილიონი გასული როუმერებიდან მიღებული საცალო შემოსავალი, ხოლო 21 მილიონი - შემოსული როუმერების მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალია.

რაც შეეხება ქვეყნებს, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 1.77 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს. თურქეთის შემდეგ პირველ სამეულში გერმანია, იტალია და არაბეთის გაერთიანებული საემიროებია.

საქართველოში ყოფნის დროს, მობილურ მომსახურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს რუსეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულმა როუმერებმა. რუსების დანახარჯებმა როუმინგში 5.17 მლნ ლარს შეადგენს.

ტოპ ქვეყნები ჩამოსული როუმერებისთვის ასე გამოიყურება:

რუსეთი - 5.17 მლნ ლარი;
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2.38 მლნ ლარი;
თურქეთი - 1.94 მლნ ლარი;
ისრაელი - 1.28 მლნ ლარი;
უკრაინა - 1.21 მლნ ლარი;
საუდის არაბეთი - 1.15 მლნ ლარი;
პოლონეთი - 0.97 მლნ ლარი;
აშშ - 0.75 მლნ ლარი;
სომხეთი - 0.47 მლნ ლარი;
გერმანია - 0.35 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები