საქართველოდან წელს სათამაშოების შესაძენად 26.2 მლნ დოლარი გავიდა და ქვეყანაში 3 678 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სათამაშოების იმპორტი ღირებულებით 46.5%-ით, ხოლო მოცულობით 24.8%-ით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის იმპორტი გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში სათამაშოები ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. ამ ბაზარს მთლიან იმპორტში 60% უკავია.
TOP-3 საიმპორტო ბაზარი:
1. ჩინეთი - 15.8 მლნ დოლარი, 2 396 ტონა;
2. ჰონ-კონგი - 2.1 მლნ დოლარი, 265 ტონა;
3. თურქეთი - 1.7 მლნ დოლარი, 319 ტონა;
გარდა ამ ბაზრებისა სათამაშოებს ნიდერლანდებში, ესტონეთში, ჩეხეთში, ირანში, ბულგარეთში, უკრაინაში, გერმანიაში, იტალიაში, დანიაში, ბელარუსში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც ვყიდულობთ.