საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული. 2024 წელს ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილებს რაოდენობა ქვეყანაში 79% ანუ 3 993 ერთეულით გაიზარდა.
გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობაში ელექტრომობილებს მხოლოდ 0.5%-იანი წილი ეკავათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში სულ 852 ელექტრომობილი მოძრაობდა და წლების მიხედვით მათი რაოდენობა მზარდია:
2017 წელი - 852;
2018 წელი - 1300-მდე;
2019 წელი - 1900-მდე;
2020 წელი - 2 200-მდე;
2021 წელი - 2 400-მდე;
2022 წელი - 3 283;
2023 წელი - 5 052;
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ელექტრომობილი თბილისშია რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ელექტროძრავიანი ავტომობილების განაწილების სტატისტიკა ასეთია:
- თბილისი - 6 932 ელექტრომობილი;
- იმერეთი - 512
- აჭარა - 387
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 286
- ქვემო ქართლი - 218
- კახეთი - 156
- შიდა ქართლი - 113
- სამცხე-ჯავახეთი - 100-მდე
- მცხეთა-მთიანეთი - 65
- გურია - 54
- აფხაზეთი - 16
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
უცნობი - 196
ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასულ წელს რეკორდულია ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის განმავლობაში ქვეყანამ 107 მილიონ 79 ათასი დოლარის ღირებულების 5 454 ერთეული ელექტრომობილი შეიძინა, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია. [2023 წელი - $55.6 მლნ, 2 151 ერთეული].
საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- აშშ - $55.3 მლნ, 3 313 ერთეული;
- ჩინეთი - $21.5 მლნ, 841 ერთეული;
- გერმანია - $13.3 მლნ, 199 ერთეული;
- იაპონია - $5.7 მლნ, 840 ერთეული;
- ბელგია - $2.6 მლნ, 60 ერთეული;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ, 42 ერთეული;
- შვედეთი - $1.1 მლნ, 25 ერთეული;
- შვეიცარია - $1 მლნ, 2 ერთეული;
- კორეის რესპუბლიკა - $998 ათასი, 35 ერთეული;
- აზერბაიჯანი - $819 ათასი, 8 ერთეული;




























