მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი დასაქმებულების 2%-ს აქვს  - PMCG

დასაქმება

2023 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში წერია.

ხელფასის გადანაწილება კი ასეთია, 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასი დასაქმებულთა 17.7%-ს ერიცხება, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტულ პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

დასაქმებულთა ოდენობა რომლებიც იღებენ 2 400 ლარს, ან მეტ თვიურ ხელფასს, ნოემბერში 23.2%-ს
შეადგენდა. რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიები გაზრდილია. 2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 44,936 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 9.7%-ით ნაკლებია 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

კვლევის მიხედვით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა მცირედით გაუარესდა: სეზონურად შეწონილი ბევერიჯის მრუდის მიხედვით, III კვ. 2023-ში, II კვ. 2023-თან შედარებით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა უმნიშვნელოდ შემცირდა - მცირედით გაიზარდა უმუშევრობის დონე, ხოლო ვაკანსიების გამოცხადების დონე იგივე დარჩა.

შრომის ბაზრის ინდიკატორები კი, ნოემბერში ასეთი იყო:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები