მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში 900-ზე მეტი ტურისტული კომპანიიდან, დაახლოებით, 50 მუშაობს" - ბიზნესის კონსულტანტი

ტურისტული კომპანია

ბიზნესის კონსულტანტი, გიორგი დოლიძე BMG-სთან აცხადებს, რომ საქართველოში 900-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით, 50 მუშაობს. მისი თქმით, ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ ბიზნესის მართვა ისეთივე მარტივია, როგორც მისი დარეგისტრირება.

"საქართველოში 900-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც საშუალოდ 40-45 კომპანია მუშაობს. აქ შედის როგორც მსხვილი, ისე ახალგაზრდა კომპანიები. ყველას ჰგონია, რომ ტურისტული ბიზნესი მარტივად დასაწყებია, შესაბამისად, ყველა ცდილობს, თუკი რაიმე სახის პატარა გამოცდილება აქვს მიღებული, თვითონ გაიკვალოს გზა და ახალი კომპანია დაარეგისტრიროს. რაც უფრო გადის დრო, ხვდებიან, რომ აზრი არ ჰქონდა იმ ფინანსების ჩადებას და აღარ აგრძელებენ მუშაობას. ეს კომპანიების გაუქმებას იწვევს", - აღნიშნავს გიორგი დოლიძე.

საქსტატის მონაცემებით, 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 980 212 ბიზნეს სუბიექტი არსებობს, საიდანაც აქტიური მხოლოდ 261 449 კომპანიაა. მონაცემებში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, აქედან კი მხოლოდ 83 230-ია მოქმედი. 44 030 კომპანიაა დარეგისტრირებული დამმუშავებელ მრეწველობაში, საიდანაც აქტიური მხოლოდ 17 546-ია. მშენებლობის სექტორში 32 938-ია რეგისტრირებული, აქტიურია მხოლოდ 16 314.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები