მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალი iMac-ისა და MacBook Pro-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო

მაკ
BM. GE
10.11.23 10:37
1364

Apple-ის მოყვარულებს M3 ჩიპზე დაფუძნებული ახალი ხაზის მოდელების iMac-ისა და MacBook Pro-ის შეძენა 17 ნოემბრიდან შეეძლებათ. დღეიდან, 10 ნოემბრიდან კი მათი წინასწარი შეკვეთა Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებშია შესაძლებელი. ასევე ამოქმედდა სპეციალური შეთავაზება - თიბისი ბანკის 12 თვიანი უპროცენტო განვადება, რომელიც წინასწარი შეკვეთების პერიოდში და გაყიდვების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში იქნება აქტიური.

Apple-მა MacBook Pro-სა და iMac-ის ახალი ხაზი, ოქტომბრის ბოლო დღეებში წარმოადგინა. თუ რით არის გამორჩეული M3 ჩიპზე დაფუძნებული უნიკალური ახალი ხაზი, ქვემოთ განვიხილავთ.

ინოვაციური M3 პროცესორები

Apple-ის ახალი პროდუქტების მთავარი ელემენტი ახალი M3 სერიის პროცესორებია. ეს არის ბრენდის პირველი ჩიპები, რომლებიც შეიქმნა სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლის წყალობითაც ისინი გახდნენ უფრო სწრაფი, მძლავრი და ენერგოეფექტური. M3 ჩიპების მეშვეობით, ისინი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უხსნიან მომხმარებლებს.

Apple-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩიპები 30%-ით უფრო პროდუქტიული გახდა. მათი ძალა ასევე საკმარისია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აპლიკაციების შესაქმნელად. მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენ არ აპირებთ რაიმე მსგავსზე მუშაობას, ის ნამდვილად გაგაოცებთ პროფესიონალურ პროგრამებსა და თამაშებში მუშაობის სისწრაფით, გრაფიკასთან მუშაობისას მაღალი წარმადობით და ბატარეის გამძლეობით.

MacBook Pro

Apple-მა 14-დიუმიანი და 16-დუიმიანი MacBook Pro-ს წარმოდგენით, განაახლა პროფესიონალური ლეპტოპების ხაზი რომელიც აღჭურვილია M3 პროცესორით. კომპიუტერები 40%-ით უფრო სწრაფი გახდა, მათ შეუძლიათ დატენვის გარეშე 22 საათამდე მუშაობა. ეს არის ბატარეის ყველაზე ხანგრძლივი მუშაობის დრო Mac-ის ისტორიაში, რაც ინოვაციური განვითარების წყალობით გახდა შესაძლებელი. სხვათა შორის, ლეპტოპები ერთნაირად სწრაფად მუშაობენ როგორც კვების წყაროსთან დაკავშირებულ დროს, ასევე კვების წყაროს გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობის დროს.

ასევე შეიცვალა Liquid Retina XDR დისპლეი, 20%-ით გაზრდილი სიკაშკაშით და ახალი Space Black კორპუსის ფერით, რომელიც ხელმისაწვდომია მოდელებისთვის M3 Pro და M3 Max ჩიპებით.

iMac

საიდუმლო არ არის, რომ Apple-ის მონობლოკი ყველაზე ხშირად გამოიყენება შემოქმედებითი მუშაობისთვის. ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად, რადგან iMac-ის ახალი ვერსია ასევე აღჭურვილია ინოვაციური M3 პროცესორით. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა. შესაძლებელია ერთდროულად 12-მდე ვიდეო დაამუშაოთ მაქსიმალური გარჩევადობით? მარტივად! დააჩქარეთ თქვენი მუშაობა ფოტოშოპში? დიახ, ორჯერ!

ახალი პროდუქტს აქვს 24 GB-მდე ოპერატიული მეხსიერების და 2 ტერაბაიტამდე შიდა მეხსიერების მხარდაჭერა. მოდელმა ასევე მიიღო განახლებული საკომუნიკაციო მოდულები Bluetooth 5.3-სა და Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერით.

საქართველოში ახალი MacBook Pro-სა და iMac-ის წინასწარი შეკვეთა დღეიდან შეგიძlიათ Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები