"საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები," - ამბობს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი FOX NEW-თან. მისივე თქმით, კონგრესი იმუშავებს დემოკრატიის აღდგენაზე საქართველოში.
"საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.
ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ომის დამნაშავე პუტინი თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან და ყველა მათგანი ერთად მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც მილიარდერია და საქართველოში არჩევნები გააყალბა," - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-ის ეთერში, გრიფ ჯენკინსთან ინტერვიუში. მის განცხადებებს გადაცემის პროდიუსერი ნანა საჯაია X-ზე აქვეყნებს.