რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონი დარწმუნებულია, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით.
"ამერიკის ხმასთან" უილსონი საუბრობს ახალი არჩევნების საჭიროებაზე და აცხადებს, რომ ტრამპს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ.
"მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იმავეს ვიტყვი, დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ჯო უილსონმა.




























