მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატი და წარმომადგენელთა პალატა ტრამპთან ერთად იმუშავებენ, მათ შორის საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად - უილსონი

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი ერთად იმუშავებენ დონალდ ტრამპის დღის წესრიგისთვის სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატის ლიდერ ჯონ თუნის ლიდერობით. როგორც სოციალურ პლატფორმა X-ზე ჯო უილსონი წელს, მათ შორის ისინი ერთად იმუშავებენ საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად.

“სპიკერ მაიკ ჯონსონისა და ჯონ თუნის ლიდერობით რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატა და სენატი დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ ტრამპის დღის წესრიგისთვის "ძალის მეშვეობით მშვიდობის" მისაღწევად, მათ შორის საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად“, - წერს ჯო უილსონი.

აღსანიშნავია, რომ ჯო უილსონი გუშინ FOXNEWS-ის ეთერში იყო, სადაც მან განცხადა, რომ "საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები