მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ასაკით პენსიონერთა 71% ქალია

63e5f4f5a5924
BM.GE
10.02.23 11:52
3787
საქსტატმა დღეს სოციალური დაცვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სულ 808 ათასი ასაკით პენსიონერია, მათი 71% ქალი, 29% კი მამაკაცია. 

ეს სტატისტიკა ორი მნიშვნელოვანი გარემოებით არის გამოწვეული, მათგან პირველია ის, რომ საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, ხოლო მამაკაცები 65 წლის ასაკში. ამასთან, ქვეყანაში კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანრძლივობა 67.5 წელი, ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 75.4 წელია. 

"პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0% - იმერეთში, 10.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% - ქვემო ქართლში, 8.8% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9%-ია,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

"სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 %-ს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.85%-ს - ომის მონაწილეები, 12.0 %-ს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 %-ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 % თბილისშია, 16.6 % იმერეთში, 11.5 % აჭარის არ-ში, 9.6 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 %-ია,"- წერს საქსტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები