საქართველოში ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მსხვილი ფონდი შემოდის. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გააჟღერა.
„სახელს ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან მოკლე პერიოდში ისედაც გაცხადდება. ერთ-ერთი მსხვილი ვენჩურული კაპიტალის ფონდი შემოდის საქართველოში, ათეულ მილიონიანი ბიუჯეტით, ამერიკული სილიკონ ველიდან, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ბევრი უწყების, ბევრი მხარის აქტიური მუშაობის შედეგად“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.