მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ბინაზე 7 343 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, ხოლო თვითიზოლაციაშია 34 439 ადამიანი

5fa64ce95adfd
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 11:23
885
ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ-ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 612-ს შეადგენს. საავადმყოფოში მკურნალობს 4 670 პაციენტი. მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში 2482, ხოლო აჭარაში – 740.

ამასთან, 7343 პირი მკურნალობს ბინაზე. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მძიმე პაციენტების რაოდენობაა 585, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 345 პირი.

გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2 599 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 670. 

თვითიზოლაციაში კი 34 439 ადამიანი იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები