მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესი არის მძევალი... მათ მთავრობის გადაწყვეტილებების მოწონება უწევთ - ზაზა ბიბილაშვილი

643da72b8ea21
მარიამ იზორია
17.04.23 23:50
865
როგორ მოქმედებს სასამართლო რეფორმის გაუმართაობა საქართველოში ბიზნესგარემოზე? - ამ შეკითხვას BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ვროპული კვლევებისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა შეზღუდულია, ამასთან ბიზნეს საკუთარ პრობლემებზე ვერ საუბრობს.

„გაუმართავი სასამართლო რეფორმა საქართველო ბიზნესგარემოზე მოქმედებს. შეზღუდულია უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა. ბიზნეს რეალურად არ შეუძლია პრობლემებზე საუბარი. მათ ძალიან ხშირად მთავრობის გადაწყვეტილების მოწონება უწევთ, მაშინაც კი, როცა ეს გადაწყვეტილებები ბიზნესის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

თავისუფალი სასამართლოს არ არსებობის პირობებში არ არსებობს არჩევანი. მსხვილი და ნებისმიერი ტიპის ბიზნესი არის მძევალი იმ ერთიანი ვერტიკალის, რომელშიც შედის სასამართლო, პროკურატურა, სუსი, ფინანსური პოლიცია. რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბიზნესი ერთ კვირაში დაანგრიოს“ - აღნიშნავს ზაზა ბიბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები