მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესის მიერ ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს - კვლევა

სს

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც განხილულია IT სექტორის განვითარება საქართველოში, ნათვამია, რომ აღნიშნული შემოსავლებიდან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა.

ქვეყნების სამეული, სადაც ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა, რიგითობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აშშ (26%)
  • დიდი ბრიტანეთი (15%)
  • მალტა (11%)

დოკუმენტის თანახმად, გლობალურად IT სერვისებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნის და ქართული კომპანიების გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩართულობის გათვალისწინებით, საექსპორტო პოტენციალი მაღალია და საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტის გაორმაგებაა მოსალოდნელი.

ამასთან, კვლევაში წერია, რომ დარგისთვის ადგილობრივი ბაზრის ათვისება დამატებითი პოტენციალია - საქართველოში ბიზნესის მიერ ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს. ამ პოტენციალის ათვისებისთვის მიზანშეწონილია IT სერვისებზე საგადასახადო შეღავათები საქართველოში გაწეულ მომსახურებაზეც გავრცელდეს, რაც ასევე ეკონომიკურ ზრდას და პროდუქტიულობას დააჩქარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები