მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, 263 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

5d9ef2a4cbd37
დავით ჯალაღონია
10.10.19 20:00
1316
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება.

მისი ცნობით, დღეისათვის, საქართველოში რეკორდული რაოდენობის მოსავალი დაბინავდა, ძირითადად კახეთში, რაც 263 ათას ტონა ყურძენს შეადგენს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა კომერციული ჯიში გაზრდილია საქართველოში. ეს დაკავშირებულია გაზრდილ სავენახე ფართობებთან, ასევე პროდუქტიულობასთან და მიუხედავად, კლიმატური პირობებისა და გამოწვევებისა, ჩვენ მოვახერხეთ მოსავლის დაბინავება ისე, რომ ჩვენს ფერმერებს დიდი პრობლემა არ შექმნია. რეალურად, რიგების, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოსავალი წარმატებით დაბინავდა. ძირითადად, კახეთის მიმართლებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიკროზონაში - ხვანჭკარაში მოსავლის დაბინავება უკვე იწყება.

„დღეს იწყება პირველი ჩაბარების პროცესი. იყო შეხვედრა მევენახეებსა და მეღვინე კომპანიებს შორის, იყო მოლაპარაკებები. როგორც ყოველ წელს, მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ ფასი აქ ძალიან მაღალი იქნება და ვაჭრობის პროცესი მეღვინეებსა და მევენახეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს.

იმედია, ორივე მხარე მაქსიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩნეს და პროცესი პრობლემების, ექსცესების გარეშე ჩაივლის. მე მოვუწოდებ როგორც მევენახეებს, ისე მეღვინეებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროცესს და რთველის კამპანია, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა, წარმატებით დავასრულოთ. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ლეჩხუმში ჩაბარების პროცესი“, - განმარტა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე რთველის ფარგლებში, სახელმწიფო კომოპანია „აკურამ“ გლეხებისგან ჯამურად, 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რქაწითელის ჯიშის ყურძენი უკვე შეიძინა.