მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში COVID-19-ის 3020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5fb0d3fbef9a7
BM.GE
15.11.20 11:03
954
სახელმწიფო ვებგვერდის, stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 34-ს შეადგენს., ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3387-ია. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გავრცელების მთავარი ეპიცენტი კვლავ დედაქალაქია, სადაც ინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა არის გამოვლენილი.

"დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა - 410, იმერეთი - 398, ქვემო ქართლი - 198, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130.

მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 15 267 ადამიანი.დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში - 17 972, იმერეთში - 4 964,"- ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები