მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში COVID-19-ის რეკორდული - 47,601 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6,627 საავადმყოფოში მკურნალობს

6114cacbdd348
BM.GE
12.08.21 11:04
753
NCDC-ის მონაცემებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის 47,601 აქტიური შემთხვევაა, რაც ვირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 1.3%-ს ამჟამად კოვიდით არის ინფიცირებული. უფრო მარტივად, ყოველ 100 ადამიანს შორის 1-ზე მეტს დღეს COVID-19 აქვს. 

ინფიცირებულთაგან 6,627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3,068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964. NCDC-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1,355 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18. 3,288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1,494 - თბილისში, 1,298- აჭარაში. 37,686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რეკორდული ტემპებით იზრდება ახალი ინფიცირების შემთხვევები, რაც მიმდინარე კვირაში ყოველდღიურად 5,000 ახალ ინფიცირებულს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. 

პარალალურად, მზარდია ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები