ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა.
9 მაისის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.
უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის კვლავ 10-ს შეადგენს.