მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა

61d6a64339514
თამთა ჯიჯავაძე
06.01.22 12:19
411
5 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას NDCD ავრცელებს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

ჯანდაცვის სპეციალისტების პროგნოზით, ომიკრონი რამდენიმე კვირაში საქართველოში დომინანტი შტამი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები