მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობის დარიცხული ანაზღაურება 1200-2400 ლარის დიაპაზონშია

ხელფასი

საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობის ხელფასები 1200-2400 ლარის დიაპაზონშია. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ხელფასის სახით ამ მოცულობის დარიცხული ანაზღაურება 304 201 პირმა მიიღო. მათი დარიცხული ხელფასი 514,857,046.48 ლარი იყო. 

დასაქმებულთაგან 132 644 პირის ხელფასი კი, 2400- 3600 ლარია. მათთვის დარიცხული ხელფასის ჯამური მოცულობა 384,571,662.57 ლარს შეადგენდა.

PMCG -ის მონაცემებით,  2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს მცირეა და მთლიანი დასაქმებულების მხოლოდ 2.0%-ს შეადგენდა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ივლისში ხელფასი საქართველოში 944 ათასამდე პირმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები