მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა - Freedom House

646e1b26bf8b9
მარიამ ვარადაშვილი
24.05.23 18:44
609
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის თავის ახალ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. ორგანიზაცია ასევე წერს პოლარიზებულ მედია გარემოზე, სწორედ ამ მიზეზით, Freedom House-ის შეფასებით, საუბარია დემოკრატიის ქულის 3.07-3.04-მდე შემცირებაზე.

ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა გაუარესდა, რაც გამოიხატა ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და შევიწროებაში, ასევე მთავრობისსადმი კრიტიკული ორი მედიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

მედიის თავისუფლების გარდა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

“2022 წელს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რადგან ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ნაბიჯები გადადგა. ამის მიუხედავად, სტუქტურული რეფორმები დარგებში როგორებიცაა მართმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება მრავალპარტიული მმართველობა უმეტესად უმეტესად გადაუჭრელია”, - წერია ანგარიშში.

საქართველო გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები