საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი თბილისში, 30 აპრილის საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციის მიერ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას გმობს.
ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება უნდა დაიცვას.
"ვგმობთ საქართველოს პოლიციის მიერ წუხელ თბილისში ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ წარდგენილ კანონს აპროტესტებდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება უნდა დაიცვას",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
We condemn the Georgian police’s use of tear gas and water canons in Tbilisi last night to disperse peaceful protestors, who were demonstrating against the proposed foreign agents law in parliament.
— Freedom House (@freedomhouse) May 1, 2024
The Georgian authorities must uphold the people’s right to peaceful assembly and… https://t.co/lsIa0hniGz
ცნობისთვის, 30 აპრილს, „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და ჟურნალისტები. სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია 6 პოლიციელი. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
მშვიდობიანი აქციის დაშლის შესახებ არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა.