მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე მთელ თურქეთში

5fa574ce02123
BM.GE
06.11.20 19:56
706
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 51993-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 37019 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 423-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4618 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2438 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +20,582; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,733,440. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,296,124. გარდაცვლილთა რაოდენობა 29,887 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 378 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +9,721; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 440,188, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 195,544. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,125, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 201 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,311; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 386,820, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 332,379. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,639 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 81 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,210; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 101,773, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 61,782. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,506 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 30 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,465; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 62,338, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 47,270. გარდაცვლილთა რაოდენობა 811 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 17 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები