მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fa19363b3c4f
BM.GE
03.11.20 21:20
694
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 44522-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 28633 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 362-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4253 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2264 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +18,648; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,673,686. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,251,364. გარდაცვლილთა რაოდენობა 28,828 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 355 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +8,899; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 411,093, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 168,868. გარდაცვლილთა რაოდენობა 7,532, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 157 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,302; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 379,775, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 327,007. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,402 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 76 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,328; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 94,776, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 57,599. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,413 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 22 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,242; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 58,282, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 45,030. გარდაცვლილთა რაოდენობა 768 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 15 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები