მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

6026a8b58f52d
BM.GE
12.02.21 20:05
905
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 264665-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 256684-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ით 3336-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 304 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2045 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 284 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +15,089; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,042,837. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,559,142. გარდაცვლილთა რაოდენობა 79,194 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 507 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +7,590; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,564,427, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,453,096. გარდაცვლილთა რაოდენობა 27,187 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 94ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,773; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,262,867, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,106,155. გარდაცვლილთა რაოდენობა 24,174, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 116 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +154; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 168,830, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 160,838. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,138 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +191; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 231,840, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 226,345. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,173 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 ადამიანი.

წყარო - Wordlometers

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები