მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ძალიან რთულია, პროდუქტის შესაქმნელად, ხარისხიანი ნედლეული იყიდო“ - სოფო ჩიქოვანი

სოფო

„საქართველოში ძალიან რთულია იყიდო კარგი და ხარისხი ნედლეული პროდუქტის შესაქმნელად,“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ „განჯინას“ დამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ერთადერთი პრობლემა არ არის.

„ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ არსებობს კარგი და ხარისხიანი ნედლეული, თუ არსებობს იმდენად ძვირია, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში მოგვიწევს ჩვენს პროდუქციაზე ღირებულების გაზრდა და ისეთი ფასის დადება, რომლის გამოც მე პირადად შემრცხვება.

საქართველოში აგრეთვე არ იყიდება ტექნიკა, ისეთ როგორიც იდეალური საკონდიტრო ნაწარმის მისაღებად არის საჭირო,“ - განაცხადა სოფო ჩიქოვანმა.

ახალი საკონდიტრო კაფე "განჯინა" თბილისში 10 დღის წინ გაიხსნა. საკონდიტროში მომხმარებლებს შინაურული, ინდივიდუალურ ხასიათსა და სურვილებზე მორგებული სივრცე დახვდებათ, სადაც არამხოლოდ დესერტებს ამზადებენ, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ტკბილეულის შექმნაში მონაწილეობის მიღება თავადაც შეუძლია.

„განჯინაში“ 5 სახეობის დონატს და ტორებს ამზადებე. დონატების ფასები 3-5 ლარია, რაც შეეხება ტორტების ღირებულებას, საშუალოდ 70 ლარია და ფასში შედის ტორტის დიზაინიც.

განჯინა ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის N71-ში მდებარეობს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ღამის მომსახურების სერვისსაც სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები