2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 4 056 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 2.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, ელექტრომობილების იმპორტის ღირებულებამ 78.7 მლნ დოლარი შეადგინა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 19.4 ათასი დოლარია, რაც ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე - 27.4 ათას დოლარზე. იმპორტის გაიაფება გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას, ვინაიდან წელს ელექტრო ავტომობილების მეორად ბაზარზე ფასები დაეცა.
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო ბაზრებს, საქართველომ ელექტრომობილები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
- აშშ - 2 347 ავტომობილი, $39.8 მლნ;
- იაპონია - 720 ავტომობილი, $4.8 მლნ;
- ჩინეთი - 675 ავტომობილი, $17.5 მლნ;
- გერმანია - 132 ავტომობილი, $8.6 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37 ავტომობილი, $962.6 ათასი;
- კორეის რესპუბლიკა - 31 ავტომობილი, $881.6 ათასი;
- ბელგია - 30 ავტომობილი, $1.4 მლნ;
- შვედეთი - 21 ავტომობილი, $992.5 ათასი;
- კანადა - 12 ავტომობილი, $568.9 ათასი;
მცირე რაოდენობით ელექტრომობილები შემოვიდა ყაზახეთიდან (8 ავტომობილი), უკრაინიდან (8 ავტომობილი), ნიდერლანდებიდან (8 ავტომობილი), სომხეთიდან (5 ავტომობილი) და ა.შ.
რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს, ელექტრომობილების ძირითადი შემომყვანების სია BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა. იანვარ-სექტემბერში ტოპ-5 იმპორტიორი შემდეგი იყო (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
- შპს ავტო გალერი
- შპს ევოტეკ ჯორჯია
- შპს ვოლტ ენერჯი
- შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს
- შპს კავკასიის ავტოიმპორტი