2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2,770 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. იმპორტის მთლიანი ღირებულება კი 52 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 18.8 ათას დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელს იმპორტის საშუალო ფასზე, 28.2 ათასზე 33%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი გლობალურად მეორადი ელექტრომობილების ფასების მკვეთრი კლებით არის განპირობებული.
სტატისტიკის თანახმად, საქართველომ ელექტრომობილები წელს შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:
1) აშშ - 1429 ავტომობილი, 23.7 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $16.6 ათასი;
2) ჩინეთი - 568 ავტომობილი, 14.6 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $25.7 ათსი;
3) გერმანია - 92 ავტომობილი, 5.6 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $61 ათასი;
4) იაპონია - 558 ავტომობილი, 3.7 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $6.7 ათასი;
5) ბელგია - 28 ავტომობილი, 1.26 მილიონი დოლარი, საშუალო ფასი $45 ათასი.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს იმპორტის ფასი ყველაზე დაბალი იაპონიიდანაა და ის 6.6 ათას დოლარს შეადგენს, რაც უმეტესწილად იმპორტში მეორადი ავტომობილების მაღალი წილით არის განპირობებული. ასევე მაღალია მეორადი ავტომობილების წილი აშშ-დან იმპორტში. იმპორტის შედარებით მაღალი $61 ათასი დოლარის ფასი ფიქსირდება გერმანიიდან, რაც ახალი ავტომობილების რიცხვის სიდიდით არის განპირობებული. ასევე ჩინეთიდან საქართველო ძირითადად ახალ ელექტრომობილებს ყიდულობს.