მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ეპიდემიის პერიოდში სულ 27,846 ადამიანის ტესტირება მოხდა

5eb68a6c22d62
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 14:46
1001
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი SARS-COV-2-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიით სულ 27,846 ადამიანის პირველადი შემოწმება მოხდა. (ეს მოსახლეობის 0.74%-ია).

NCDC-ის მონაცემებით, დღის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1985 ტესტი გუშინ, 8 მაისს ჩატარდა.

არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 626 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 297 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 10 გარდაიცვალა, 319 კი კვლავ აგრძელებს მკურნალობას.

დღის განმავლობაში ყველაზე მეტი - 34 ახალი შემთხვევა აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში კი დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირებულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 3 ახალი შემთხვევა არის დადასტურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები