მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ეპიდვითარების გამო, airBaltic-მა რიგიდან თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა - Avianews

5fbebd2620bd6
BM.GE
26.11.20 00:20
993
ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე დეკემბრის ჩათვლით რეისები გააუქმა. ავიაკომპანიაში აღნიშნულის მიზეზად საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას ასახელებენ. ამის შესახებ avianews.ge წერს.

"როგორც საქართველოში airBaltic-ის წარმომადგენლობაში აცხადებენ, airBaltic-ს თბილისის მიმართულებით დეკემბერში ფრენების განხორციელება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა საქართველოში არსებული COVID-ვითარების ფონზე რეისების განხორციელება 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეისები 10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლითაც შეაჩერა და 1-ლი დეკემბრიდან რეისების განახლებას განიხილავდა.

რაც შეეხება 2021 წლის 1-ელი იანვრიდან airBaltic-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სქემას, ეს იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე რეისები გააუქმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები