2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან 4%-ით ნაკლები 73 886 ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან შესრულებული ვიზიტების მიხედვით, კლების ტენდენცია ამ პერიოდში 15 ქვეყნიდან ფიქსირდება. ევროკავშირის წილი ჯამურ ვიზიტებში დაახლოებით 6%-ია.
ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, ევროკავშირიდან ქვეყნებიდან კვლავ გერმანია ლიდერობს 10 212 ვიზიტით, წლიური კლება აქ 7%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთია, საიდანაც კლება უფრო დიდი 13.4%-ია, პირველ კვარტალში პოლონეთიდან ჯამში 10 165 ვიზიტი შედგა. მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო (ბრექსიტის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის სტატისტიკაში ხვდება), საიდანაც პირველ კვარტალში 6 506 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 0.3%-ია. მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 5 825 ვიზიტით, წლიური ზრდა თითქმის 10%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს კი 5 008 ვიზიტით საფრანგეთი იკავებს, საიდანაც ვიზიტები 2.5%-ით შემცირდა.
| ევროკავშირის ქვეყნები (გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით) | 2025: I კვარტალი | ცვლილება 2024/2025 % | ||
| ავსტრია | 1,478 | -7.9% | ||
| ბელგია | 1,371 | 5.4% | ||
| ბულგარეთი | 1,837 | -5.7% | ||
| გაერთიანებული სამეფო | 6,506 | 0.3% | ||
| გერმანია | 10,212 | -7.2% | ||
| დანია | 863 | -18.0% | ||
| ესპანეთი | 2,988 | -2.9% | ||
| ესტონეთი | 1,332 | -17.8% | ||
| ირლანდია | 1,015 | 14.4% | ||
| იტალია | 4,170 | 10.1% | ||
| კვიპროსი | 1,363 | 7.6% | ||
| ლატვია | 3,375 | -14.9% | ||
| ლიტვა | 3,441 | -29.2% | ||
| ლუქსემბურგი | 75 | -79.1% | ||
| მალტა | 94 | -6.0% | ||
| ნიდერლანდები | 2,736 | 22.3% | ||
| პოლონეთი | 10,165 | -13.4% | ||
| პორტუგალია | 892 | 11.9% | ||
| რუმინეთი | 1,473 | -5.1% | ||
| საბერძნეთი | 5,825 | 9.7% | ||
| საფრანგეთი | 5,008 | -2.5% | ||
| სლოვაკეთი | 1,240 | 19.9% | ||
| სლოვენია | 415 | 13.7% | ||
| უნგრეთი | 1,204 | -5.6% | ||
| ფინეთი | 767 | 23.1% | ||
| შვედეთი | 1,485 | 10.2% | ||
| ჩეხეთი | 2,259 | 16.9% | ||
| ხორვატია | 297 | -22.3% |
რაც შეეხება დანახარჯებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა 2025 წლის პირველ კვარტალში 103.2 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც ჯამური შემოსავლების 12%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან უფრო მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები შემოდიან. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ევროკავშირიდან შემოსავლები 5.1 მლნ დოლარით არის შემცირებული. I კვარტალში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან ჯამში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 2.3%-ია.




























