ამ დროისთვის, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით რეგისტრირებული 2 192 ბიზნესსუბიექტია მოქმედი.
ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ საქსტატისგან გამოითხოვა.
TOP-5 ეკონომიკური საქმიანობის სფერო, სადაც EU-ს მონაწილეობით რეგისტრირებული კომპანიები საქმიანობენ, ასე გამოიყურება:
1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 291 კომპანია;
2. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 188 კომპანია;
3. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 178 კომპანია;
4. მშენებლობა - 131 კომპანია;
5. დამამუშავებელი მრეწველობა - 109 კომპანია.
საინტერესოა, საქსტატის კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე მზარდია საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით ბიზნესსუბიქტების რეგისტრაცია, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2020 წელს.
საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით ახლადრეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა წლების მიხედვით: 2013 – 333; 2014 – 347; 2015 – 365; 2016 – 456; 2017 – 592; 2018 – 775; 2019 – 930; 2020 – 516, 2021 – 884; 2022 (10 თვე) – 912.