მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფართო ფულის მასამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 16 მლრდ გახდა

61efab8350e80
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.22 20:30
3616
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 16.1 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.4 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 13.65 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 17.8%-ია. 19%-ით გაიზარდა ფართო ფულის მასა 2020 წელს.

M2-ისგან განსხვავებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა და ის დეკემბერში 4.58 მილიარდი იყო, რაც 2020 წლის დეკემბერთან მიმართებით 2%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები