მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ შეხვედრები მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან გაიმართა - TAV Georgia

ტავჯორჯია
29.02.24 17:12
380

Routes Asia 2024 - საავიაციო სფეროში მასშტაბური ფორუმის ფარგლებში, რომელსაც მალაიზია მასპინძლობს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი მოლაპარაკებებს განაგრძობს.

საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ დღეს შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Thai Air Asia X, Cathay Pacific, Scoot, Jeju Air და India Express-ი.

თეა ზაქარაძე ავიახაზების პირველ პირებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ისინი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების დაწყების შემთხვევაში ისარგებლებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირი ავიარეისების განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა GMR Goa-ს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებთან.

საავიაციო სფეროში ერთ-ერთი მასშტაბური ფორუმი - Routes Asia 2024 მალაიზიაში 27-29 თებერვალს გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები