საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულია, რაც 2.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8%-ით შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შეადგინა.