მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში გადასახადები ისედაც დაბალია - კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს პასუხობს

623866f757842
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.22 16:45
1188
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს პასუხობს. კერძო სექტორის ნაწილი, რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დროებით შემცირებას ითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი ისედაც დაბალია, მოკლევადიანი რყევებისა და ინფლაციის გამო კი, საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას საჭიროდ არ მიიჩნევს.

“ფასების ზრდა გარდაუვალია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკაში. ეს არის მოკლევადიანი; საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი შესაძლებელია მისი მეტ-ნაკლებად დასტაბილურება. საგადასახადო კუთხით საქართველო არის იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც დაბალია გადასახადები. აქედან გამომდინარე (გადასახადების შემცირებამ) არ მგონია, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკის აღდგენის დაჩაქრებაზე”,- განაცხადა კომიტეტის თავმდჯომარემ გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები