მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გამოკითხულთა 76%-სთვის რუსეთი მთავარი ეკონომიკური საფრთხეა - IRI

6447aead95657
მარიამ ვარადაშვილი
25.04.23 15:04
567
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, მეორე ადგილზე 47%-ით აშშ-ია, მესამე ადგილს 27%-ით კი უკრაინა იკავებს. რუსეთი გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 87% რუსეთს მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ ასახელებს, ხოლო 8% ასეთად აშშ-სა და თურქეთს მიიჩნევს. გამოკითხულთა 60%-თვის მთავარი ეკონომიკურ პარტნიორი ევროკავშირია, ხოლო 43% ასეთად აშშ-ის ასახელებს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი რუსეთია. გამოკითხულთა 76% რუსეთს მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ ასახელებს. 6%-თვის ეკონომიკური საფრთხე თურქეთი, 5%-თვის კი აშშ-ია.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები