მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში განთავსების ობიექტების უმრავლესობა სამეგრელო-ზემო სვანეთშია - PMCG

სასტუმრო

საქართველოში რეგისტრირებული განთავსების მიმწოდებელი ობიექტების უმრავლესობა, 19% სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს. ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრი 2023 წლის საქართველოს ტურიზმის მიმოხილვაში წერს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში - 19%, თბილისში 17%, და აჭარაში 15%.

რაც შეეხება სასტუმროების ფასებს საქართველოში, ამავე კვლევის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში სასტუმროების ფასები საქართველოში 2022 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით მცირდებოდა. თუმცა კლება ძირითადად 5-ვარსკვლავიან კატეგორიაში ფასების შემცირებამ განაპირობა. საშუალოდ, წინა წელთან შედარებით -4%.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფასი მაღალი კლასის ფასის კლების ხარჯზე შემცირდა, დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების საშუალო ფასი გაიზარდა, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროების (9%) და 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში (4%).

სასტუმროების ფასები საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება. ფასის მნიშვნელოვანი სეზონური მატება შეიმჩნევა მაისი-სექტემბრის პერიოდში, ხოლო უფრო მცირე მასშტაბით დეკემბერი-მარტის შუალედში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები