2024 წლის 8 თვეში გაზის მოხმარება შემცირდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის მოხმარება 125 მლნ მ3-ით არის შემცირებული. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი თბოსადგურებია, წელს საქართველომ მთავრობამ თბოსადგურები ნაკლებად ამუშავა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, თურქეთში ელექტროენერგიაზე შემცირებული ფასია. გასულ წლებთან შედარებით, როცა თურქეთში ფასი რეკორდულად იყო გაზრდილი, მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თბოსადგურების გამომუშავება ექსპორტზე მეტი დენი რომ გასულიყო.
წელსაც საქართველომ თითქმის სრულად იმპორტირებული გაზი მოიხმარა და შიდა წარმოების წილი უმნიშვნელო იყო.
ქვეყანას გაზის ორი ძირითადი მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი და აზერბაიჯანი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც. წელს საქართველომ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჯამში 250 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი იმპორტი განახორციელა, შარშანდელთან შედარებით 18%-ით ნაკლები.