მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გაზრდილი ლოკოკინა ექსპორტზე ევროპაში, აზიასა და აშშ-ში გადის

61065938cffb2
თათია კაკიაშვილი
01.08.21 21:00
2252
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ლოკოკინას წარმოებაზე დაინტერესება გაიზარდა. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ქვეყნის გეოგრაფიული კლიმატია, რადგან, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ნიადაგი ლოკოკინას მოსაშენებლად იდეალურია.

რეალიზაციის თვალსაზრისით, ლოკოკინა უნიკალური პროდუქტია, რადგან მისი თითქმის ყველა ნაწილი გამოიყენება: ფერმერულ მეურნეობაში, საკვებად; ნაჭუჭი კი გამოიყენება თავის მოვლის საშუალებების წარმოებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლოკოკინას ხორცი, რომელიც, ამ სფეროში დასაქმებულების შეფასებით, უნიკალური თვისებების მატარებელია, რადგან ძალიან მცირე ოდენობით ცხიმს და დიდი ოდენობით ცილას შეიცავს. სწორედ ამ თვისების გამო, ლოკოკინას ხორცი განსაკუთრებული კვების რეჟიმის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლო პროდუქტია. სამზარეულოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ლოკოკინას კვერცხიც. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ლორწოც, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება.

“საქართველოში მუშაობა 2018 წელს დავიწყე, თქვენი ქვეყნის კლიმატის და ნიადაგის შესწავლით. შემდეგ ჩავატარეთ ტრენინგები, კადრები მოვამზადეთ; ახლა უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს და ჩვენი ფილიალიც გავხსენით. ჩვენი ბიზნესს თვითგანახლებად ეკონომიკას ვუწოდებთ და ამ სისტემამდე მისვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ სპეციალური ტექნოლოგია და დანადგარები გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ლოკოკინა სწორი გზით მოგვეპოვებინა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, ცოცხალ არსებას პატივისცემით მოვეპყროთ. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემაც, რადგან აქამდე მიღწეული შედეგები ამ სფეროთი დაინტერესებულ სხვა ადამიანებამდეც მივიდეს”, - განუცხადა BMG-ის სიმონე სამპომ, კერასკოს ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ლოკოკინით რამდენიმე ქვეყანა აქტიურად არის დაინტერესებული. ეს პროდუქტი ექსპორტზე გადის იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და აშშ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები