მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია სტუმრობს - დაგეგმილია ბიზნესმენებთან ვიზიტები

6368e8d7c8d36
თამთა ჯიჯავაძე
07.11.22 15:16
621
2022 წლის 7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოში სტუმრობს. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს.

თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები