წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 5.5 მლნ აშშ დოლარის 562.3 ტონა ღვინო იყიდა, რაც 38.4%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ღვინის იმპორტის კუთხით, 2024 წლის 10 თვე რეკორდულია.
bm.ge დაინტერესდა, სად ყიდულობს ღვინოს ღვინის სამშობლო. იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 ასეთია:
- საფრანგეთი - $2.4 მლნ-ს 111.6 ტონა;
- იტალია - $1.8 მლნ-ს 243.4 ტონა;
- ესპანეთი - $307.9 ათასის 38.8 ტონა;
- რუსეთი - $207.5 ათასის 76.8 ტონა;
- გერმანია - $162.1 ათასის 14.2 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფია. 2024 წლის 10 თვეში ექსპორტი რეკორდულ, 237 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9% ზრდაა.