საქართველოში ღია ბაზრების დახურვა არ იგეგმება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველაფერი პირიქით არის მედიკოსების რეკომენდაციით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებრისკიანია, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაშვებია.
„გარდა ამისა, სურსათის მომარაგება არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არ იზღუდება და არც შეიზღუდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




























