წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 24 362 ტონა მზესუმზირას ზეთის იმპორტში 24.6 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე რაოდენობრივ ჭრილში 18.8%-ით მეტია, თანხობრივად კი, 5.8%-ით მეტი.
იმპორტირებული ზეთის 84.5% რუსეთზე მოდის. რაც გასული წლის 7 თვის მაჩვენებელზე მცირედით მეტია. 2023 წელს რუსული ზეთის მოცულობა 83.6% იყო.
რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ივლისის TOP-5 იმპორტიორს, ჩამონათვალია ასეთია:
- რუსეთი - 20.8 მლნ აშშ დოლარის 21,332 ტონა;
- უკრაინა - 2.8 მლნ აშშ დოლარის 2,306 ტონა;
- აზერბაიჯანი - 807.5 ათასი აშშ დოლარის 624.4 ტონა;
- უნგრეთი - 108.8 ათასი აშშ დოლარის 59.2 ტონა;
- თურქეთი - 42 ათასი აშშ დოლარის 28.8 ტონა.