საქართველოში, 2025 წელს კარტოფილის წარმოება შემცირდა, ბოსტნეულის კი გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 6.1%-ით ნაკლები კარტოფილი იწარმოვა, რამაც ჯამში 207.9 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ბოსტეულს, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.9%-ით აღემატება.

სოფლის მეურნეობის წინასწარი მონაცემებით, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. კარტოფილის საშუალო მოსავლიანობამ 14.5 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.6 ტონა/ჰა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს 1 ჰა-ზე კარტოფილის მოსავლიანობა რეკორდულ ნიშნულზე იყო.

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები ასე ნაწილდება:
- სიმინდის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა;
- ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო;
- ქერის - 24.0 ათასი ჰექტარი;
- კარტოფილის - 14.3 ათასი ჰექტარი;
- ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 10.3 ათასი ჰექტარი;
- ბოსტნეულის - 10.8 ათასი ჰექტარი;
დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.




























